„პირველივე წუთიდან მივხვდი, აქ ფეხბურთი რას ნიშნავს“ | ანჩელოტიმ ბრაზილიასთან გაახანგრძლივა
კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. იტალიელი სპეციალისტი „სელესაოს“ მთავარ მწვრთნელად 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩება და ეს შეთანხმება ოფიციალურადაც დადასტურდა.
„ბრაზილიაში ერთი წლის წინ ჩამოვედი. პირველივე წუთიდან მივხვდი, რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყნისთვის. ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდით იმისთვის, რომ ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს მწვერვალზე დაგვებრუნებინა. თუმცა, მეც და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასაც მეტი გვსურს. მეტი გამარჯვება, მეტი დრო და მეტი შრომა.
ძალიან მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ თანამშრომლობას კიდევ ოთხი წლით გავაგრძელებთ. ჩვენ ერთად ვიქნებით 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. მინდა მადლობა გადავუხადო კონფედერაციას ნდობისთვის. მადლობა, ბრაზილია, თბილი მიღებისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობ,“ — განაცხადა ანჩელოტიმ.
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2025 წლის მაისში დანიშნეს. ერთი წლის განმავლობაში მან „სელესაოს“ ათ მატჩში უხელმძღვანელა. მის ანგარიშზე ხუთი მოგება, ორი ფრე და სამი მარცხია. მისი მწვრთნელობის პერიოდში გუნდმა 18 გოლი გაიტანა და რვა გაუშვა.