ტებასი: პერესი ბარსელონას სუპერლიგაში ყოფნამდე დუმდა - ღირსება უჯრაში ჰქონდა გადამალული
ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ „რეალი“ ნეგრეირას საქმის პროცესს გამიზნულად აჭიანურებს.
მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მანამდე ლა ლიგა სასამართლო პროცესის მსვლელობისას უმოქმედობაში დაადანაშაულა: „რეალი“ ერთადერთი იყო, ვინც ოფიციალური საჩივარი შეიტანა - ლა ლიგაც ჩართულია ამაში, მაგრამ დუმს“.
ტებასმა დღეს პერესს საჯაროდ უპასუხა:
„გავიმეორებ იმას, რაც უკვე ავხსენი, რადგან სიცრუე გრძელდება. ფლორენტინო აცხადებს, რომ „რეალი“ ერთადერთია, ვინც ინიციატივა გამოიჩინა (ნეგრეირას საქმეში) და რომ ლა ლიგა უმოქმედოდ იყო. ეს ტყუილია. „რეალი“ არ ყოფილა პირველი ვინც საჩივარი შეიტანა - ის ბოლო იყო. მანამდე ლა ლიგის წარმომადგენელი პროკურატურაში გამოვიდა, ხოლო მოსამართლე ესტრადა ფერნანდესი - სასამართლო დარბაზში. არსებობს ჩანაწერები.
შენიშვნა მათთვის, ვინც პირადად იცნობს ფლორენტინოს: სამშაბათის პრესკონფერენციაზე ნამდვილი ფლორენტინო ნახეს არა პედრეროლთან, არამედ რაღაც აბებთან ერთად, რათა უკეთ ეცრუა.
ისინი აგრძელებენ ნეგრეირას საქმის გაჭიანურებას, რათა სხვა „შეცდომები“ გადაფარონ. შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ამ საკითხში უმოქმედოდ იყო ზუსტად მაშინ, როცა „ბარსელონა“ სუპერლიგაში იმყოფებოდა და ისინი „მეგობრები“ იყვნენ, როგორც თავად ფლორენტინო ამბობდა. როცა „ბარსელონამ“ სუპერლიგა დატოვა, მათ დაუბრუნდათ ღირსება, რომელიც მას უჯრაში ჰქონდა გადამალული“,
- დაწერა ტებასმა X-ზე.