ვან დეიკის შეცდომა და მიქაუტაძის გოლი | ლივერპულმა 0:2-დან გაათანაბრა
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელების გუნდების, „ლივერპულისა'' და „ვილიარეალის'' დაპირისპირება მიმდინარეობს. ესპანურმა კლუბმა სწრაფი გოლი გაიტანა, მე-4 წუთზე ვან დეიკის შეცდომით გიორგი მიქაუტაძემ ისარგებლა და მისი გუნდი დააწინაურა - 0:1.
29-ე წუთზე ნათან სალიბას საგოლე პასით სერხი კარდონამ გაიტანა, „ვილიარეალის'' უპირატესობა ორბურთიანი გახდა - 0:2. 36-ე წუთზე ციმიკასის საგოლე პასით მაკ ალისტერმა სხვაობა შეამცირა - 1:2. პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე რონალდ არაუხომ წონასწორობა აღადგინა - 2:2.
„ვილიარეალის'' სასტარტო 11: გულაჩი, ბიუკენენი, კარდონა, კომესანია, გეი, მოლეირო, მოურინიო, ნავარო, სალიბა, ვეიგა, მიქაუტაძე
მერსისაიდელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ გიორგი მამარდაშვილი სასტარტო 11-ში არ დააყენა, რაც მოსალოდნელი იყო. ლივერპულის სასტარტო 11: ალისონი, არაუხო, გრავენბეხი, ციმიკასი, ვან დეიკი (კ) გაკპო, ჟაკე, კუმასი, მაკ ალისტერი, ნგუმოჰა, ნიონი
სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა პრემიერ ლიგის შვიდივე ტური გამოტოვა, ყველა მატჩში სკამზე იჯდა. ანალოგიურად, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არ უთამაშია. ერთადერთი მატჩი ინგლისის თასზე „ტოტენჰემთან'' ჩაატარა, სადაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში „ვილიარეალი'' სტუმრად „დორტმუნდთან'' დამარცხდა (3:2). ამ მატჩში ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა, მისი საგოლე პასით სანტიაგო მოურინიომ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. მეორე ტურში „ვილიარეალმა'' „ლა სერამიკაზე'' მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილ „ნაპოლის'' 3:1 მოუგო. მიქაუტაძე აღნიშნულ მატჩშიც სასტარტო 11-ში იყო, 23-ე წუთზე ქართველმა გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
რაც შეეხება ლა ლიგას, მიქაუტაძემ ცხრავე ტურში ითამაშა, 9-დან 4 შეხვედრაში სასტარტოში იყო, 9-დან მხოლოდ ორ მატჩში - 90 წუთი. მის აქტივში (466 წუთი) 2 გოლი (მე-2 ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან'' და მე-7 ტურში „ლევანტესთან'') და 1 საგოლე პასია (პირველ ტურში „რასინგთან'').
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს