ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ლანსი - პსჟ | იქნება თუ არა კვარა ძირითადში

დღეს „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტ მატჩში მეორეადგილოსან „ლანსს“ ესტუმრება. ტრადიციულად, მატჩის წინ ფრანგული პრესა ლუის ენრიკეს გუნდის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობებს აქვეყნებს.

წამყვანი გამოცემები, Le Parisien-ი და L'Equipe-ი აბსოლუტურად იდენტურ შემადგენლობას პროგნოზირებენ. მათი ინფორმაციით, ენრიკეს გუნდი მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავა:

საფონოვი - მაიულუ, ზაბარნი, ბერალდო, ერნანდესი - ნევეში, ვიტინია, დრო - დუე, დემბელე, კვარაცხელია.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ენრიკემ აღნიშნა, რომ „ლანსი“ სრულიად დამსახურებულად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე და პიერ საჟმა გუნდში შესანიშნავი სამუშაო გასწია. პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის თქმით, ბოლო 3 სეზონის განმავლობაში მათ ასეთი ძლიერი კონკურენტი არ ჰყოლიათ.

ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაშიც კი პსჟ ისტორიაში მე-14 ჩემპიონობას იზეიმებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იჯარით სხვა გუნდში გაუშვებენ“ - A Bola ქოჩორაშვილზე წერს
„იჯარით სხვა გუნდში გაუშვებენ“ - A Bola ქოჩორაშვილზე წერს