ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე
Aa
Aa

პსჟ-მ ბრესტს მოუგო და თითქმის ჩემპიონია - ხვიჩამ 61-ე წუთიდან ითამაშა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა, რითაც ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა.

გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ლუის ენრიკეს გუნდი „ლანსს“ 6 ქულით უსწრებს, თუმცა თეორიულად, „ლანსს“ ჩემპიონობის შანსი მაინც რჩება, რაც ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფეროა. პსჟ-ს ბურთების სხვაობა +44 აქვს, „ლანსს“ კი +29, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა კი დარჩენილ ორ ტურში პრაქტიკულად შეუძლებელია.

დღევანდელ მატჩში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე დეზირე დუემ გაიტანა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იყო და ლუის ენრიკემ მოედანზე 61-ე წუთიდან შეიყვანა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. კვარას საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა მოედანზე შესვლის წუთიდან პარიზული გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ხვიჩას მომენტები:

ხვიჩამ მატჩი ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 35 შეხება, 2 წარმატებული დრიბლინგი, 31-დან 25 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 2-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 დარტყმა, რომელიც დაიბლოკა, ბურთის ოთხჯერ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 7.1 ქულა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 15 მატჩში კი მის ანგარიშზე 10 გოლი და 6 ასისტია.

32 ტურის შემდეგ პსჟ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 73 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 მაისს, სტუმრად „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას 29-ე ჩემპიონობა - კატალონიელებმა კლასიკო მოიგეს
ბარსელონას 29-ე ჩემპიონობა - კატალონიელებმა კლასიკო მოიგეს