რეალი, ბარსელონა, მარკუს რაშფორდი, ფერან ტორესი, დანი ოლმო
Aa
Aa

ბარსელონას 29-ე ჩემპიონობა - კატალონიელებმა კლასიკო მოიგეს

„ბარსელონამ“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი ოცდამეცხრედ მოიგო. მორიგი ტიტულის გასაფორმებლად კატალონიელებს საშინაო „ელ კლასიკოში“ ქულის აღება სჭირდებოდათ, თუმცა კრიზისში მყოფ მეტოქესთან გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს და 2:0 გაიმარჯვეს.

ანგარიში მე-9 წუთზე მარკუს რაშფორდმა გახსნა, რომელმაც ტიბო კურტუას კარი საჯარიმო დარტყმით აიღო. საინტერესოა, რომ „ბარსამ“ „ელ კლასიკოში“ სტანდარტიდან ბურთი 14-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა და ბოლოს ეს გაკეთებული ლიონელ მესის ჰქონდა. ზუსტად ცხრა წუთში ულამაზესი კომბინაციის შედეგად სხვაობა ორ ბურთამდე გაიზარდა, გოლის ავტორი კი ფერან ტორესი გახლდათ, რომელმაც დანი ოლმოს ქუსლით დატოვებული გადაცემის შემდეგ წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე 21-ე გოლი გაიტანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ „ბლაუგრანასთვის“ ეს „ელ კლასიკოში“ რიგით 106-ე გამარჯვება იყო, რის შემდეგაც ახლა ურთიერთშეხვედრებში ამ გუნდებს შორის სრული თანაფარდობაა.

ცნობისათვის, მართალია ტიტული უკვე მოიპოვა, თუმცა „ბარსელონას“ წელს კიდევ ერთი მოტივაცია აქვს დარჩენილი - ჰანსი ფლიკის შეგირდები დარჩენილი სამი თამაშიდან სამივეს თუ მოიგებენ, ლა ლიგას 100 ქულით დაასრულებენ. კატალონიელები სტუმრად „ალავესთან“ და „ვალენსიასთან“, „ნოუ კამპზე“ კი „ბეტისთან“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილის საგოლე პასი - რასინგმა ლიდერობა განიმტკიცა
გულიაშვილის საგოლე პასი - რასინგმა ლიდერობა განიმტკიცა