„ასე თამაში არ შეიძლება“ - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მამარდა გააკრიტიკა
„ლივერპულისა“ და ირლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯეისონ მაკატერმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველმა მეკარემ „ჩელსის“ წინააღმდეგ ფეხით ამოტანის დროს შეცდომა დაუშვა, რასაც რამდენიმე წამში ლონდონელთა გოლი მოჰყვა.
რას ამბობს მაკატერი:
„კერტის ჯონსი დაცვითი თვალსაზრისით ყურადღებას ადუნებს და ამის შემდეგ ჩელსი უპირატესობას იღებს“.
„შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, ჩელსიმ სულელური ჯარიმა მიიღო, რომელიც მეკარის ცუდი დარტყმიდან მოდის და ეს უბრალოდ დაუდევრობაა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს დაუდევრობაა“.
„ეს მათ სტიმულს აძლევს, ისინი გამოიმუშავებენ ჯარიმას იმ აუტიდან, რომელიც მეკარის ცუდი დარტყმის შედეგად მიიღეს, შემდეგ კი ამ ჯარიმიდან ბურთი პირდაპირ კარში შედის და გულშემატკივრების განწყობაც იცვლება“.
მამარდაშვილმა Sofascore-ისგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 მოგერიება, 2 წარმატებული გამოსვლა კარიდან, 23-დან 15 ზუსტი პასი (65%) და 37 შეხება ბურთთან.
36 მატჩის შემდეგ „ლივერპული“ 59 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში „წითლები“ „ასტონ ვილას“ ესტუმრებიან, დასკვნით ტურში კი „ენფილდზე“ „ბრენტფორდს“ მიიღებენ.