მამარდაშვილს ორი კარგი მოგერიება ჰქონდა - ლივერპული ჩელსის დაუზავდა
პრემიერლიგის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
ქართველმა მეკარემ ტრავმა მოირჩინა და „მერსისაიდელთა“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. პირველ ტაიმში მან მარკ კუკურელიას და ენცო ფერნანდესის სახიფათო დარტყმა მოიგერია, მეორე ტაიმში კი „ლივერპულის“ დაცვა უფრო დამაჯერებელი იყო.
მამარდაშვილმა Sofascore-ისგან 6.9-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 2 მოგერიება, 2 წარმატებული გამოსვლა კარიდან, 23-დან 15 ზუსტი პასი (65%) და 37 შეხება ბურთთან.
ჩელსის გოლი და მამარდაშვილის გამორჩეული მომენტები
ანგარიში მე-6 წუთზე ლამაზი დარტყმით რაიან გრავენბერხმა გახსნა, 35-ე წუთზე კი ენცო ფერნანდესმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმში „ლივერპული“ უფრო აქტიური იყო, თუმცა ფილიპ იორგენსენმა „არისტოკრატები“ გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
36 მატჩის შემდეგ „ლივერპული“ 59 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში „წითლები“ „ასტონ ვილას“ ესტუმრებიან, დასკვნით ტურში კი „ენფილდზე“ „ბრენტფორდს“ მიიღებენ.