გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძის ფროზინონე სერია ა-ში დაბრუნდა - მანტოვა გაანადგურეს

სერია ბ-ს დასკვნით ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „მანტოვა“ გაანადგურა (5:0) და სერია ა-ში დაბრუნდა.

მატჩის დასაწყისშივე „მანტოვას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც უშეცდომოდ ჯაკომო კალომ შეასრულა. მე-12 წუთზე „მანტოვას“ მცველმა, ალესიო კასტელინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:0. 57-ე წუთზე ფარეს ღეჯემისმა „ფროზინონეს“ უპირატესობა სამამდე გაზარდა, 71-ე წუთზე ანტონიო რაიმონდომ მეოთხე გოლი გაიტანა, 76-ზე კი ილიას კუცუპიასმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:0.

კვერნაძემ მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი შემტევის სტატისტიკა ასეთი იყო: 1 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 40 შეხება ბურთთან, 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 18-დან 16 ზუსტი პასი (89%), 12-დან 6 მოგენული ორთაბრძოლა და 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.

„ფროზინონემ“ 38 ტურში 81 ქულა დააგროვა და სერია ბ მე-2 პოზიციაზე დაასრულა, რაც ელიტაში დაწინაურების პირდაპირ საგზურს იძლევა. სერია ბ-ს გამარჯვებული 82 ქულით „ვენეცია“ გახდა, ხოლო „მონცა“, „პალერმო“, „კატანძარო“, „მოდენა“, „იუვე სტაბია“, და „აველინო“ სერია ა-ს ერთი საგზურისთვის პლეიოფში იბრძოლებენ.

რაც შეეხება კვერნაძეს, მან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისნაირი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან“ | დიტმარ ჰამანი კვარაცხელიაზე
„მისნაირი ფეხბურთელები ძალიან ცოტანი არიან“ | დიტმარ ჰამანი კვარაცხელიაზე