გოლამდე ცოტა დააკლდა - მაისურაძის პოლისიამ ოლექსანდრიას მოუგო
უკრაინის პრემიერლიგის 27-ე ტურში ჟიტომირის „პოლისიამ“, რომლის ღირსებასაც გიორგი მაისურაძე იცავს, გასავარდ ზონაში მყოფ „ოლექსანდრიას“ დაძაბულ ბრძოლაში მოუგო (2:1) და ჩემპიონატის ლიდერ „შახტართან“ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა.
მაისურაძე „პოლისიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველი განაპირა მცველი აქტიურად ერთვებოდა შეტევაში და გოლთან იყო ახლოს - მისი დარტყმა „ოლექსანდრიას“ კარს მცირე მანძილით ასცდა.
ანგარიში 71-ე წუთზე მიკოლა ჰაიდუჩიკმა გახსნა. 82-ე წუთზე პაპა ნდიაგა იადემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 90-ე წუთზე ოლექსანდრ ფილიპოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილი ასე გამოიყურება: შახტარი - 63 ქულა, პოლისია - 55 ქულა, ჩერკასი - 53 ქულა. შახტარსა და ჩერკასის ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, პირველადგილოსანი კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე მოხვდება.