დემბელე, დუე და სხვები - ლიგა 1-მა სეზონის საუკეთესოები დაასახელა
საფრანგეთის ლიგა 1-მა სეზონის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა.
საუკეთესო თერთმეტეულში პარიზელთა რიგებიდან აშრაფ ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ნუნუ მენდეში, ვიტინია და უსმან დემბელე მოხვდნენ. სრულად სეზონის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: რობინ რისერი (ლანსი), ჰაკიმი, მალანგ სარი (ლანსი), პაჩო, მენდეში, მამადუ სანგარე (ლანსი), ვიტინია, კორენტენ ტოლისო (ლიონი), ფლორიან ტოვენი (ლანსი), უსმან დემბელე, მეისონ გრინვუდი (მარსელი).
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დეზირე დუე დასახელდა, ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელი „ლანსის“ თავკაცი პიერ საჟი გახდა.
რაც შეეხება ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ასევე ზედიზედ მეორედ ეს ჯილდპო უსმან დემბელეს ერგო. მანვე გაიმარჯვა სეზონის საუკეთესო გოლის ნომინაციაში (ლილის კარში).
LIGUE 1 XI OF THE SEASON IS HERE ????⭐️ pic.twitter.com/kQitdwjzDQ
— Ligue 1 English (@Ligue1_ENG) May 11, 2026