გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

სპორტინგმა რიუ ავეს მოუგო - ქოჩორაშვილმა 82-ე წუთიდან ითამაშა

პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ სტუმრად „რიუ ავეს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა, რითაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„სპორტინგის“ მთავარმა კონკურენტმა, „ბენფიკამ“ თავისი მატჩი „ბრაგასთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა და შესაბამისად, გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულა გახდა. თუ დასკვნით ტურში „სპორტინგი“ მინიმუმ ფრეს მაინც ითამაშებს, გათამაშებას მეორე ადგილზე დაასრულებს და შესაბამისდ, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზურსაც მოიპოვებს.

გიორგი ქოჩორაშვილი დღევანდელ შეხვედრაშიც სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 82-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:1 იყო. ქართველ ნახევარმცველს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და მატჩი ასეთი სტატისტიკით დაასრულა - ბურთთან 7 შეხება, 5-დან 5 ზუსტი პასი, 1 ართმევა, ბურთის ერთხელ დაბრუნება, Sofascore-ს შეფასება 6.7 ქულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში მე-18 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 საგოლე გადაცემაა.

33 ტურის შემდეგ „სპორტინგი“ სატურნირო ცხრილში 79 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და „ბენფიკას“ 2 ქულით უსწრებს. ქოჩორაშვილის გუნდი დასკვნითი, 34-ე ტურის შეხვედრას 17 მაისს, საკუთარ მოედანზე „ჟილ ვისენტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია“ - ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე
„ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია“ - ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე