„ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია“ - ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე
საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გადაწყვეტილება საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ვინაიდან, რამდენიმე დღეში ზურიკო დავითაშვილს სენტ-ეტიენთან ერთად ლიგა 1-ში გადასასვლელი საპლეიოფო მატჩი აქვს, დღევანდელ დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოახერხა და სპეციალური სამადლობელი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
რა თქვა ზურიკომ:
„საღამო მშვიდობისა ყველას! მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ მოთამაშეს, ვინც ხმა მომცა. ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია. ეს ინდივიდუალური პრიზია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ჩვენს შესანიშნავ სეზონს. ვწუხვარ, რომ დღეს საღამოს თქვენთან ერთად არ ვარ, რადგან სეზონი ჯერ არ დასრულებულა. წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩები გველის. მინდა მივულოცო „ტრუას“ ჩემპიონობა, ხოლო „ლე მანს“ — პირველ ლიგაში აღზევება, მათ კარგი სეზონი ჩაატარეს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამ ჯილდოსთვის და სასიამოვნო საღამოს გისურვებთ“.
ქართველი შემტევი ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანეს. დავითაშვილმა რეგულარულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.