ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, ლამინ იამალი
Aa
Aa

“ეს ძალიან არ მომეწონა“ - ფლიკი იამალის საქციელზე

როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონამ რეალი დაამარცხა და ისტორიაში 29-ე ლა ლიგის ტიტული მოიგო.

კატალონიური გრანდი საკუთარი ავტობუსით ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდა. ლამინ იამალი კი მორიგ სკანდალში გაეხვა.

ბარსას სუპერვარსკვლავი ჩემპიონობას პალსეტინის დროშით აღნიშნავდა, რაც კრიტიკის საგანი გახდა.

ალავესთან მატჩის წინ, ჰანსი ფლიკმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა.

ფლიკი:

„ეს ფაქტი ძალიან არ მომეწონა. მასთან ამ საკითხზე უკვე ვისაუბრე. უნდა გავითვალისწინოთ, რას ელოდებიან ჩვენგან ადამიანები, მაგრამ ის სრულწლოვანია, 18 წლისაა და ეს მისი გადაწყვეტილებაა.“

შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალი ამჟამად ტრავმირებულია და საკუთარ გუნდს ვერ ეხმარება. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა შემტევი მუნდიალისთვის მზად იქნება და ფურია როხას აუცილებლად დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„No Anzor, no party“ - რუმინული გამოცემა თასის ფინალის წინ მექვაბიშვილზე
„No Anzor, no party“ - რუმინული გამოცემა თასის ფინალის წინ მექვაბიშვილზე