შეთანხმება მიღწეულია - რეალს მოურინიო ჩაიბარებს
ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალის“ გაწვრთნას დათანხმდა. ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება.
მისი ინფორმაციით, პორტუგალიელმა მწვრთნელმა, რომელიც ამჟამად ლისაბონის „ბენფიკაში“ მუშაობს, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებას მიაღწია. ტავოლიერის ცნობით, მოურინიოს ოფიციალური განცხადება მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ მოურინიო „რეალში“ 2010-2013 წლებში მუშაობდა და „ბლანკოსთან“ ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
რაც შეეხება „ბენფიკას“, სადაც 63 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი გასული წლის სექტემბერში დაინიშნა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ბენფიკა“ 77 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზეა და ბოლო ტურში გამარჯვებასთან ერთად „სპორტინგის“ მიერ ქულების დაკარგვა დასჭირდება, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „რეალს“ ჯერ ჩაბი ალონსო წვრთნიდა, იანვარში კი, სუპერთასზე „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ, ბასკი სპეციალისტი ალვარო არბელოამ შეცვალა.