ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„No Anzor, no party“ - რუმინული გამოცემა თასის ფინალის წინ მექვაბიშვილზე

13 მაისს, რუმინეთის თასის ფინალში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „კლუჟს“ დაუპირისპირდება.

რუმინული გამოცემა prosport-ი ფინალის შესახებ წერს და აქცენტს „კრაიოვას“ ქართველ ნახევარმცველზე ანზორ მექვაბიშვილზე აკეთებს, რომელსაც გუნდში საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევს.

No Anzor, no party

„ბოლო თვეებში „კრაიოვას“ მიერ წაგებულ ორივე შეხვედრაში („არჯეშთან“ და „კლუჟთან“), გუნდი ნახევარმცველ ანზორ მექვაბიშვილის გარეშე თამაშობდა. მისი თამაში რუმინეთის თასის ფინალში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მას შემდეგ, რაც პლეი-ოფის მე-7 ტურში, „კლუჟის“ წინააღმდეგ გასვლითი მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა „არჯეშთან“ საშინაო მატჩი რეგულარული სეზონის ბოლო ტურში ჯულეშტიზე მიღებული გაფრთხილების გამო გამოტოვა, ხოლო „კლუჟ არენაზე“ გასამართი შეხვედრის წინ, უშუალოდ მატჩის დაწყებამდე მოიხსნა განაცხადიდან პანიკური შეტევის გამო. ქართველი ფეხბურთელი ორსული მეუღლის მდგომარეობაზე ნერვიულობდა, რომელმაც გოგონა გააჩინა“.

- წერს რუმინული გამოცემა.

მექვაბიშვილის გუნდს მიმდინარე სეზონში დუბლის შესრულების კარგი შანსი აქვს. თასის ფინალთან ერთად, „კრაიოვა“ ჩემპიონატშიც ლიდერობს და ყველაფერი დასკვნით 2 ტურში გადაწყდება.

რაც შეეხება მექვაბიშვილს, მან ამ სეზონში რუმინული კლუბის რიგებში 48 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ რუმინეთის თასის ფინალი ოთხშაბათს, ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები