„არსენალი კვარაცხელიაზე ოცნებობს“ - ინგლისელი ჟურნალისტი
ლონდონის „არსენალი“ მარცხენა გარემარბის პოზიციის გაძლიერებაზე მუშაობს და ზაფხულში ამ მიმართულებით დიდი თანხის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი წერს.
მისი ინფორმაციით, დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში „მეთოფეები“ გაბრიელ მარტინელის ან ლეანდრო ტროსარს დაემშვიდობებიან. არაა გამორიცხული ორივე ზემოხსენებული გარემარბის ტრანსფერიც.
ასეთ შემთხვევაში, როგორც ჯეიკობსი წერს, ლონდონური კლუბი იძულებული იქნება, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი მოიყვანოს და ამ მიმართულებით რამდენიმე კანდიდატურაცაა შერჩეული.
„არსენალს“ ენტონი გორდონი მოსწონს, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება საოცნებო, მაგრამ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, როდრიგო გოეშში კი „რეალი“ დიდ თანხას მოითხოვს“, - წერს ჯეიკობსი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე სწორედ ლონდონის „არსენალი“ იქნება. „მეთოფეები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილშიც ლიდერობენ და, დიდი ალბათობით, სეზონს რეკორდული ფინანსური შემოსავლით დაასრულებენ.