ენტონი ედვარდსი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

ვემბანიამა ისტორიის წერას განაგრძობს | სან ანტონიო მინესოტასთან სერიაში დაწინაურდა

„სან ანტონიო სპურსი“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში 3:2 დაწინაურდა. ტეხასელებმა მეხუთე შეხვედრა საშინაო არენაზე, „ფროსტ ბენკ სენთერში“, გამართეს და მნიშვნელოვანი თამაში მოიგეს. „სან ანტონიომ“ ყველა მეოთხედში „მინესოტაზე“ მეტი ქულა ჩააგდო და საბოლოოდ 126:97 იმარჯვა.

„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო — 27 ქულა, 17 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება. „ვემბი“ ისტორიის წერას განაგრძობს და ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია (22 წლის, 128 დღის), რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 25 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფრანგ ცენტრზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ლუკა დონჩიჩსა (21 წლის, 177 დღის) და მეჯიქ ჯონსონს (20 წლის, 276 დღის) აქვთ.

ვემბანიამამ პირველ ტაიმში 21 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. ის ტიმ დანკანის შემდეგ „სან ანტონიოს“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის შეხვედრის ერთ ტაიმში მინიმუმ 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. „ვემბის“ გარდა 21 ქულით კელდონ ჯონსონი გამოირჩა, ხოლო დი’აარონ ფოქსს 18 ქულა ჰქონდა.

„მინესოტას“ რიგებში ყველაზე მეტი, 20 ქულა ენტონი ედვარდსმა დააგროვა. ჯეიდენ მაკდანიელსმა და ჯულიუს რენდლმა მატჩი 17-17 ქულით დაასრულეს, ხოლო ნაზ რიდმა 12 ქულა მიითვალა.

ცნობისთვის, „სან ანტონიო“ სერიაში 3:2 დაწინაურდა და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. მატჩი 16 მაისს არის დანიშნული და თბილისის დროით 05:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმის აღებაა“ | სემ ელერდაისმა კვარა გამოარჩია
„მისი შეჩერების ერთადერთი გზა ჯარიმის აღებაა“ | სემ ელერდაისმა კვარა გამოარჩია