ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„ილია ემოციებს აჰყვა“ | გეიჯის კომენტარი თოფურიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი, UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ილია თოფურია ჯოშ ჰოკიტს დაუპირისპირდა, რომელიც ალექს პერეირაზე ბინძურად საუბრობდა და გეიჯის აზრით, თოფურია ძალიან ემოციური იყო.

„სასაცილოა, რადგან თოფურია ძალიან ემოციური იყო. ეს კარგი სანახავი გახლდათ — ილია ემოციებს აჰყვა. როდესაც მეგობრებს ვიცავ, მეც ემოციური ვხდები ხოლმე, მაგრამ არ შეიძლება, სხვა ადამიანს ნება მისცე, ასე გაგაკონტროლოს. არასდროს!“

ცნობისთვის, ჰოკიტმა პერეირას შეურაცხყოფა მიაყენა და „პოატანის“ დედა ახსენა. ბრაზილიელმა მებრძოლმა ინგლისური თითქმის არ იცის და ალექსი თოფურიამ დაიცვა. ილიამ ამერიკელს უთხრა, გაჩუმებულიყო, რის შემდეგაც ჰოკიტი სცენიდან გაიყვანეს.

როგორც მოგეხსენებათ, გეიჯისა და თოფურიას ბრძოლა „თეთრი სახლის“ მთავარი მოვლენა გახლავთ. UFC Freedom 250-ს თბილისის დროით 15 ივნისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია“ - ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე
„ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია“ - ზურიკო ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე