მემფის გრიზლისი
Aa
Aa

ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკული კალათბურთის სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა —მემფისის კალათბურთელი ბრენდონ კლარკი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მისი გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად უცნობია და დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

კლარკი მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთ გუნდში, მემფის გრიზლისში თამაშობდა. კლუბმა ის 2019 წლის დრაფტზე 21-ე ნომრად აირჩია, რის შემდეგაც ფორვარდმა შვიდივე სეზონი სწორედ მემფისის შემადგენლობაში გაატარა.

მისი ყველაზე წარმატებული სეზონი სადებიუტო აღმოჩნდა — პირველივე წელს კლარკმა 58 შეხვედრაში საშუალოდ 12.1 ქულა და 5.9 მოხსნა დააფიქსირა, რითიც ლიგაში ერთ-ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშედ დამკვიდრდა.

ბოლო პერიოდში მისი კარიერა ნაკლებად სტაბილურად ვითარდებოდა. 2025-26 წლების სეზონში კლარკმა მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ცოტა ხნით ადრე, 2026 წლის აპრილში, კალათბურთელი არკანზასის შტატში სამართალდამცავებმა აკრძალული ნივთიერების შენახვისა და სიჩქარის გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს, თუმცა მეორე დღეს გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ბრენდონ კლარკის გარდაცვალება შოკისმომგვრელი ამბავია NBA-ს საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის კარიერის განმავლობაში ერთ-ერთ შრომისმოყვარე და ნიჭიერ მოთამაშედ ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები