ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილი ხეტაფეს შესთავაზეს - ქართველი ფეხბურთელის ახალი ვარიანტი

რუმინეთის თასის ფინალი შესაძლოა ანზორ მექვაბიშვილის კარიერაში გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს. „უნივერსიტატ კლუჟი“ – „უნივერსიტატ კრაიოვას“ მატჩს, რომლის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მექვაბიშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გაიმარჯვეს, ესპანეთის ლა ლიგის კლუბის, „ხეტაფეს“ სკაუტები ესწრებოდნენ. ამის თაობაზე მადრიდის გარეუბნის კლუბის ყოფილმა რუმინელმა ფეხბურთელმა გეორგე კრაიოვეანუმ ისაუბრა, რომელიც „ალფონსო კოლისეუმზე“ 2002-2006 წლებში ასპარეზობდა. მან ესპანელების ვიზიტზე დეტალურად ილაპარაკა და ქართველი ნახევარმცველი გამოარჩია.

რას ამბობს მექვაბიშვილზე

ხეტაფეს სკაუტებმა თამაშის დაწყებამდე მკითხეს, რომელი ფეხბურთელის დამატებას ვურჩევდი და მე დაუფიქრებლად მექვაბიშვილზე მივუთითე. ანზორი როგორც დაცვის დახმარების, ასევე შეტევების ორგანიზების თვალსაზრისით ძალიან კარგია და ვფიქრობ, ლა ლიგაში ასპარეზობისთვის ბოლომდე მზად არის. სწორედ ეს ვუთხარი ესპანელებს და დარწმუნებული ვარ ისინი ჩემს რჩევებს ბოლომდე გაითვალისწინებენ.

ცნობისათვის, თასის ფინალში მექვაბიშვილი 57-ე წუთზე ჩაერთო და ერთ ეპიზოდში გატანაც შეეძლო, თუმცა მეკარემ აუღო. 11-მეტრიანების სერიაში კი ანზორმა დარტყმა უნაკლოდ შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის შედეგიანობის პერიოდი - მარსელინოს მხოლოდ 20 წუთი მოეწონა
მიქაუტაძის შედეგიანობის პერიოდი - მარსელინოს მხოლოდ 20 წუთი მოეწონა