ლუის ენრიკე: ლანსმა მეტი დაიმსახურა, საფონოვმა წარმოუდგენლად ითამაშა
ლიგა 1-ის 33-ე ტურში პსჟ-მ „ლანსს“ სტუმრად 2:0 მოიგო და ჩემპიობა ოფიციალურად გაიფორმა.
ლუის ენრიკემ მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„ლანსმა“ თავისი საქმე გააკეთა, ძალიან რთული თამაში იყო. გვეგონა, ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვთამაშობდით, ატმოსფეროთი ვისიამოვნეთ. „ლანსი“ მეტს იმსახურებდა, ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ დღეს საფონოვმა წარმოუდგენლად ითამაშა. ჩვენ ძალიან მაღალი დონის მატჩი ვიხილეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი და უნდა განვსაზღვროთ, თუ რამდენი წუთი უნდა ითამაშონ ფეხბურთელებმა.
ეჭვგარეშეა. „ლანსმა“ საქმე კარგად შეასრულა და ძალიან რთული იყო. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ის სამი ქულა, რაც აქ მოვიპოვეთ. ადვილი არ არის ასეთი ტიპის მატჩის თამაში ასეთ ატმოსფეროში. ვცდილობდით ისე განვწყობილიყავით, თითქოს ეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა იყო. მეტოქე უდაოდ მეტს იმსახურებდა. ძალიან მაღალი დონის მატჩი იყო. მწვრთნელი ასეთი რაღაცებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, თუმცა რიგ მომენტებში ჩვენ ვერაფერს ვცვლით და ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. ლიგის დასასრულებლად კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა,“
– განაცხადა ლუის ენრიკემ.
პსჟ ბოლო ტურის შეხვედრას 17 მაისს თანაქალაქელ „პარიზთან“ გამართავენ.