დილა, ლევან კორღალიძე
Aa
Aa

„დილას მიმართ მუდამ სიმპათიებით ვიყავი განწყობილი“ - კორღალიძის წარდგენა

რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იტალიელ სპეციალისტს დიეგო ლონგოს ლევან კორღალიძე შეცვლიდა. დღეს კი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გორის კლუბის ხელმძღვანელებმა საზოგადოებას ახალი დამრიგებელი ოფიციალურად წარუდგინეს. კორღალიძემ არ დამალა, რომ „დილას“ მიმართ მუდამ დიდი სიმპათიებით იყო განწყობილი და შესაბამისად, ამ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდა.

ლევან კორღალიძე

„დილას“ მიმართ ყოველთვის დიდი სიმპათიებით ვიყავი განწყობილი და როდესაც მივიღე შესაძლებლობა გავმხდარიყავი გორის კლუბის მთავარი მწვრთნელი, შეთანხმებას ძალიან მალე მივაღწიეთ. ბოლოდროინდელი წარმატებებიდან გამომდინარე, კარგად ვხვდები, რამხელა პასუხისმგებლობაა ამ გუნდის გაძღოლა, თუმცა ახალ გამოწვევებს არ ვუშინდები და ვეცდები ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების თანადგომით „დილა“ კიდევ უფრო წარმატებული გავხადო.

„იბერია“ ჩემს კარიერაში განსაკუთრებული კლუბია და მუდამ ასე დარჩება. რა თქმა უნდა, ამ გუნდის შესახებ ბევრი რამ ვიცი და მათ წინააღმდეგ ასპარეზობისას ყოველივე ეს „დილას“ კარგად მომზადებაში დამეხმარება. გრძელვადიან მიზნებს არასოდეს ვისახავ და ჩვენი ამოცანა ყოველი მომდევნო თამაშის მოგება იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ამ მხრივ ჩემი და გორის გუნდის ამბიციები ერთმანეთს ემთხვევა.

ცნობისათვის, 12 ტურში დაგროვებული 19 ქულით „დილა“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერ „იბერიას“ ხუთი ქულით ჩამორჩება. კორღალიძის დებიუტი გორის გუნდში ხვალ ქუთაისში შედგება - „ტორპედო“ – „დილას“ მატჩი „შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრე ფავორიტთა დაპირისპირებაში - ღუდუშაურმა ისევ გაიტანა
ფრე ფავორიტთა დაპირისპირებაში - ღუდუშაურმა ისევ გაიტანა