„არ შეეძლო 18 წლის ონავარს უბრალოდ მოეკეტა?“ - უნიონის სახალისო პოსტი
„უნიონ ბერლინის“ პრესსამსახური ირონიულად გამოეხმაურა ბუნდესლიგის მე-4 ტურის მატჩში „ბაიერნთან“ მარცხს (0:7) და ლამინ იამალის „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებული გამონათქვამები გაიხსენა.
გუშინ, „ბარსელონას“ ათიანმა განაცხადა, რომ ჯილდო საუკეთესო მოთამაშემ უნდა მიიღოს და არა მან, ვინც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, ან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამით ლამინმა ჰარი კეინსა და პსჟ-ს მოთამაშეებს გაჰკრა კბილი. ასევე 19 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ საკუთარ თავს და კილიან მბაპეს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებად მიიჩნევს.
„ნუთუ „ბარსელონას“ ამ 19 წლის ონავარს არ შეეძლო მოეკეტა? კეინი და ოლისე დღეს ფორმაში იყვნენ და ამტკიცებენ, რომ „ოქროს ბურთის“ ღირსნი არიან.
გთხოვთ, ნუ იქნება ეს ტვიტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ არ ვართ მზად კატალონიელთა რისხვისთვის ამ გასვლითი თამაშის შემდეგ“,
- ნათქვამია კლუბის პოსტში.
Hätte dieser 19-jährige Lausbub aus Barcelona nicht einfach seinen Mund halten können? Kane und Olise sind heute richtig on fire und beweisen, dass sie Ballon-d'-Or-Material sind.#FCBFCU | 7:0 | 77'
— 1. FC Union Berlin (@fcunion) September 18, 2026
მიუნხენელთა ფორვარდმა ჰარი კეინმა დუბლი შეასრულა, ხოლო თავდამსხმელმა მაიკლ ოლისემ ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა გაიფორმა.
კომენტარებში მათი პოსტების კრიტიკაზე კლუბმა ასე უპასუხა: „იუმორი ყველასთვის არ არის“.