ტუხელი: დრო არ მაქვს, რომ ინგლისელებს ბურთის ფლობა ვასწავლო
ტომას ტუხელმა აღიარა, რომ ინგლისის ნაკრებისთვის რთულია მთელი ტურნირის განმავლობაში ისეთივე სწრაფ და მძვინვარე ფეხბურთის თამაში, როგორიც პრემიერ ლიგაშია.
„ეს არაეკონომიურია“, - აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა.
ამასთან, გერმანელმა განაცხადა, რომ ბურთის ფლობაზე ორიენტირებული ალტერნატიული სტილის დანერგვაც რთულია.
„ახლა მე თავად ვებრძვი ამ საკითხს, რადგან მაშინაც კი, თუ გუნდი პრემიერ ლიგაში მატჩების მსვლელობას აკონტროლებს, რამდენი ინგლისელი ფეხბურთელია იქ? დევს თუ არა ეს ჩვენს დნმ-ში? მართლა ვაფასებთ თუ არა კონტროლს? გვეხმარება თუ არა ეს იმაში, რომ მატჩის დროს თავი კომფორტულად ვიგრძნოთ? მარტივად გამოგვდის ეს?
ვაცნობიერებთ თუ არა საერთოდ: „ო, ჩვენ ვაკონტროლებთ მოედნის ცენტრს, ყველაფერი რიგზეა“? თუ ვფიქრობთ: „კი, მაგრამ მოედნის ცენტრში გავიჭედეთ. უნდა ვიმოქმედოთ, უნდა შევუტიოთ“?
მთელი საქმე იმაშია, თუ როგორ აღიქვამენ ინგლისელი გულშემატკივრები მატჩს. არ ვფიქრობ, რომ ინგლისელი გულშემატკივარი მიდის პრემიერ ლიგის მატჩზე და სურს ბურთის კონტროლის და ბოლოს 1:0 მოგების ნახვა. ვფიქრობ, რომ გულის სიღრმეში ინგლისელ ფეხბურთელებსაც და მაყურებელსაც შეტევაში წასვლა სურთ და ეს მშვენიერია.
წინ. მოდით ვითამაშოთ 6:3, მოდით ვითამაშოთ 4:3. მოდით ნუ ვითამაშებთ 1:0-ზე. ჩააწოდეთ ბურთი საჯარიმოში. მოდით ვითამაშოთ საჯარიმოში.
ვფიქრობ, აქ არ არის თამაშის ცენტრალური ხაზის მიდამოებში კონტროლის ტრადიცია. არ არის ტრადიცია: „ო, მოდით შეტევა სიღრმიდან ავაგოთ და შემდეგ მეტოქე გამოვიტყუოთ“. ყველაფერი სხვანაირადაა: „კარგი, მოდით ჩავაგდოთ ბურთი მეტოქის საჯარიმოში და ვებრძოლოთ მათ“.
და ეს არის ის, რასაც ახლა ვგრძნობ, ტურნირის გამოცდილების მიღების შემდეგ. ვგრძნობ, რომ ეს გუნდი მზადაა საბრძოლველად, ყოველთვის მზადაა წინ წასასვლელად და ამაშია მისი სილამაზე - რომ მაღალი წნეხის მომენტებში, როცა შეგვიძლია საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ, ჩვენ, შესაძლოა, ცოტა გამბედაობა ან ეს ენერგია გვაკლდება.
მე უნდა ვასწავლო მათ ბურთის დაჭერა? ასეთია ჩემი სამუშაო? არ ვარ დარწმუნებული, რომ ამისთვის დრო მაქვს. უნდა ვასწავლო მათ ბურთის დაჭერა? კარგი, ამაზე დაფიქრება მომიწევს“,
- თქვა ტუხელმა.