კილიან მბაპე, ჟოზე მოურინიო, ვინისიუს ჟუნიორი, პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

„რომელიმე აუცილებლად უნდა წავიდეს“ - მიატოვიჩი რეალის პრობლემებზე

წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ „რეალში“ სერიოზული ცვლილებები ყველა ვარიანტში მოხდება - ისეთი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბისთვის, როგორიც „ბლანკოსია“, ორწლიანი უტიტულო პერიოდი უმძიმესი დარტყმაა. როდესაც მის ყოფილ გუნდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აზრი სამეფო გუნდის ექს-მოთამაშესა და სპორტულ დირექტორს პრედრაგ მიატოვიჩს ჰკითხეს, მისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღეს.

პრედრაგ მიატოვიჩი

ამ სეზონში ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობდით „რეალის“ ცუდ შედეგებზე და ყოველთვის ვამბობდი, რომ წარუმატებლობის მიზეზები მწვრთნელში კი არა, ფეხბურთელებში უნდა ვეძებოთ. ორწლიანი უტიტულო სეზონის შემდეგ, რთული გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. კლუბის ხელმძღვანელები რამდენიმე ფეხბურთელს უნდა დაემშვიდობონ, რათა ახალი ტრანსფერების განხორციელება შეძლონ.

ჟოზე მოურინიოს დიდი გულშემატკივარი ვარ და მის მოსვლას მივესალმები, მაგრამ ის ბედის ანაბარა კი არ უნდა დავტოვოთ, არამედ თანამედროვე ფეხბურთთან ადაპტირებული გუნდი დავახვედროთ. მბაპე-ვინისიუსის დუეტიდან „რეალი“ ერთ-ერთ მათგანს უნდა შეელიოს. მიდგომა „დარჩეს ორივე“ არ იმუშავებს და უდიდესი შეცდომა იქნება. ფრანგი წავა, თუ ბრაზილიელი, ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ახალი მთავარი მწვრთნელის მისაღებია.

ცნობისათვის, პრედრაგ მიატოვიჩს „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი - 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბლანკოსმა“ „იუვენტუსი“ მისი ერთადერთი ბურთით დაამარცხა და ეს ტურნირი 32-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტებასი პერესზე: ისინი ტყუილსა და მსხვერპლად ყოფნას ნერგავენ
ტებასი პერესზე: ისინი ტყუილსა და მსხვერპლად ყოფნას ნერგავენ