ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„რეალში სპორტული კატასტროფა ხდება“ - პერესს კატალონიიდან უპასუხეს

„რეალის“ პრეზიდენტი კვირას გამართულ „ელ კლასიკოს“, სადაც „ბარსელონამ“ ლა ლიგის რიგით 29-ე საჩემპიონო ტიტული ყველაზე პრინციპული მეტოქის დამარცხებით გაიფორმა, საერთოდ არ დასწრებია. გუშინ კი, მადრიდში პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი წარმატებას არბიტრების დახმარებით აღწევს, რისი დასტურიც ეგრეთწოდებული „ნეგრეირას საქმეა“. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ვადით არჩეული ჟოან ლაპორტა სანამ პოსტს ხელახლა გადაიბარებს, ფლორენტინოს „ბარსელონას“ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რაფაელ იუსტემ უპასუხა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„პერესის განცხადებას ტყუილებით სავსე საცოდაობას ვუწოდებდი. მის ნათქვამზე ოფიციალური განცხადება უკვე გავაკეთეთ, მაგრამ მეც მინდა ვთქვა, რომ ფლორენტინოს ეს მანევრი იმ სპორტული კატასტროფის დასაფარად იყო გამიზნული, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში „რეალში“ ხდება. „ბარსამ“ ჩემპიონის შვიდი ტიტული მოიპარა? „ნეგრეირას საქმეზე“ დაბრუნებას არანაირი აზრი არ აქვს. პერესს ვეტყოდი, რომ „ბლაუგრანას“ ტიტულებს ჩვენი „ლა მასიის“ აკადემიის აღსაზრდელები აგებინებენ და საკუთარი განცხადებით „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი თავისი ცუდი მენეჯმენტისთვის ფარდის ჩამოფარებას ცდილობს“.

ცნობისათვის, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში „ბარსელონა“ ლა ლიგის გამარჯვებული 12-ჯერ გახდა, ხოლო კვირას მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ურთიერთშეხვედრებში „რეალს“ გაუთანაბრდა - ახლა „ელ კლასიკოში“ როგორც „ბლაუგრანას“, ასევე „ბლანკოსის“ ანგარიშზე 106 გამარჯვებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო თანახმაა - რამდენიმე დღეში ჟოზე რეალს ჩაიბარებს
მოურინიო თანახმაა - რამდენიმე დღეში ჟოზე რეალს ჩაიბარებს