ფლორენტინო პერესი, ხავიერ ტებასი
Aa
Aa

ტებასი პერესზე: ისინი ტყუილსა და მსხვერპლად ყოფნას ნერგავენ

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი სიცრუეში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ლიგა აფინანსებდა მედიასაშუალებებს, რომლებიც კლუბის დისკრედიტაციას ეწეოდნენ.

„ეს სიცრუეა. ზოგჯერ ის ერთ თანხას ასახელებს, ზოგჯერ მეორეს. მათ ჩვენზე ეროვნულ სპორტულ საბჭოშიც კი იჩივლეს... ეს აბსოლუტური ტყუილია. ისინი სიცრუესა და მსხვერპლის როლის თამაშს ნერგავენ.

ფლორენტინო პერესის ბიზნესწარმატებებისა და იმის გათვალისწინებით, რაც მან „რეალის“ ისტორიისთვის გააკეთა... მე მადრიდელთა ქომაგი ვარ და ახლა გაოგნებული ვარ. მენანება „რეალი“, არ შეიძლება სიცრუის გავრცელების გაგრძელება“,

– თქვა ტებასმა.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე პერესმა განაცხადა:

„ABC ეკუთვნის Vocento-ს. მათ შექმნეს Relevo, იცით ეს რა არის, არა? ლა ლიგასთან შეთანხმებით, მათ თავი მიუძღვნეს ციფრული გაზეთის შექმნას, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე 25 მილიონი ევრო დაკარგა და როდესაც ლა ლიგამ გადახდა შეწყვიტა, მათ Telefónica-ს და Telecinco-ს მიმართეს გასაგებად, იყვნენ თუ არა მზად სპონსორობისთვის. მათი ერთადერთი მიზანი „რეალსა“ და მის პრეზიდენტზე თავდასხმა იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები