თუ ნოკაუტში ვერ ჩამაგდებს, მერე რას აპირებს? | ცარუკიანის აზრით, ილიას მისი ეშინია
არმან ცარუკიანი Jaxxon Podcast-ის სტუმარი იყო, სადაც ილია თოფურიასთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. სპორტსმენმა აღნიშნა, რომ მისი ელიტარული გრეპლინგისა და აქტიური სტილის გამო, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს მისი ეშინია. ცარუკიანის თქმით, თოფურიამ იცის, რომ მასთან ძალიან რთული ბრძოლა ელის. თუ ის ნოკაუტში ვერ ჩამაგდებს, მერე რას აპირებს? - განაცხადა ცარუკიანმა ინტერვიუს დროს. პოდკასტში სტუმრად მყოფმა მაიკლ ბისპინგმაც გამოთქვა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ ამჟამად UFC-ის დაბალ წონით კატეგორიებში სამი საუკეთესო მებრძოლი გამოირჩევა: არმან ცარუკიანი, ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი.
წამყვანი: როგორ ფიქრობ, ილია თოფურიას ეშინია შენი?
არმან ცარუკიანი: დიახ.
წამყვანი: და როგორ ფიქრობ, ეს იმიტომაა, რომ შენი გრეპლინგი ელიტარულია? მან ნახა რა გაუკეთე დივიზიონს, ხედავს რამდენად აქტიური ხარ...
არმან ცარუკიანი: რა თქმა უნდა, მან იცის, რომ რთული ბრძოლა იქნება. ძალიან რთული ბრძოლა. თუ ის ნოკაუტში ვერ ჩამაგდებს, მერე რას აპირებს?
მაიკლ ბისპინგი: მე ვფიქრობ, UFC-ში ახლა სამი საუკეთესო მებრძოლია: შენ, ილია და ისლამი. აი, ესაა ტოპ სამეული. შენ უკვე იჩხუბე ისლამთან...
წამყვანი: ვაუ, ხამზატი (ჩიმაევი)? რას იტყვი ხამზატზე?
მაიკლ ბისპინგი: ოჰ, ბოდიში, მე "უფრო პატარებს" ვგულისხმობდი. დაბალ წონით კატეგორიებზე ვსაუბრობ. მაღალ წონებზე არ ვამბობ...
წამყვანი: გახსოვდეს, ის საშუალო წონაშია, "პატარა" საშუალო წონა...
მაიკლ ბისპინგი: მეც 205 ფუნტში (ქვემძიმე წონა) ვიყავი, იქიდან დავიწყე... მაგრამ კი, ვფიქრობ, ეს სამი მებრძოლია საუკეთესო.
წამყვანი: ჰო, "პატარა" ხალხი.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირებას 14 ივნისს ვიხილავთ და ეს ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირასა და სირილ განის დაპირისპირებაც გველოდება.