„მასთან ვარჯიშის შემდეგ გაოცებული დავრჩი“ - მერაბის პროგნოზი როუზი-კარანოს ბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილი, რომელიც ჯინა კარანოსთან ერთ დარბაზში ვარჯიშობს, დარწმუნებულია, რომ მისი თანაკლუბელი რონდა როუზისთვის არა მხოლოდ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას, არამედ ამ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებასაც შეძლებს.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ვარჯიში და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, თუ რაოდენ კარგია ის. რონდა როუზის ბაზა ძიუდოა, ისევე როგორც ჩემი. მაგრამ რადგან ვიცი, რა მაგრად ჩხუბობს ჯინა კარანო, ვფიქრობ, რომ ის მოიგებს ამ ბრძოლას.
მისი ბრძოლები აქამდე არასდროს მინახავს, მაგრამ მასთან ვარჯიშის შემდეგ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ის ნამდვილი, რეალური საფრთხეა და ვფიქრობ, შეუძლია რონდა როუზის დამარცხება. ის აიძულებს UFC-ის მებრძოლსა და ძიუდოისტს ცუდად გამოიყურებოდეს და ვფიქრობ, გაიმარჯვებს“,
- განაცხადა ქართველმა მებრძოლმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
ნახევრადმსუბუქ წონაში რონდა როუზისა და ჯინა კარანოს შორის ბრძოლა 16 მაისს ლოს-ანჯელესში Most Valuable Promotions-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.