„შემოთავაზება ნამდვილად მქონდა“ - რატომ თქვა უარი მერაბმა ცარუკიანთან ბრძოლაზე
მას შემდეგ, რაც ჰენრი სეხუდო RAF 8-ის ტურნირს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაეხსნა, მერაბ დვალიშვილს შესთავაზეს ღონისძიების მთავარ ბრძოლაში არმან ცარუკიანს შეხვედროდა, თუმცა ქართველმა მებრძოლმა მასთან ხალიჩის გაზიარებაზე უარი თქვა.
„მათ ნამდვილად შემომთავაზეს არმან ცარუკიანი, მაგრამ ამ მატჩს აზრი არ ჰქონდა. ის ჩემზე ორი წონითი კატეგორიით მძიმეა. შემდეგ დავინახე, რა უქნა არმანმა ლეგენდარულ ურაია ფეიბერს და იმედგაცრუებული დავრჩი. არმანს ის ასე არ უნდა მოესროლა“,
- განაცხადა UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
მერაბ დვალიშვილი რომ დათანხმებულიყო, არმან ცარუკიანი ერთ საღამოს ორ შერკინებას ჩაატარებდა და თანამთავარ მოვლენაში ხალიჩას ურაია ფეიბერთან გაიყოფდა, რომელიც საბოლოოდ აშკარა უპირატესობით დაამარცხა, რა დროსაც მატჩის მიმდინარეობისას მასთან ერთად პლატფორმიდან მაყურებელთა გასასვლელში გადავარდა.
დვალიშვილი და ცარუკიანი 30 მაისს დალასში, RAF 9-ის ტურნირზე გამოვლენ, სადაც მერაბი ფრენკი ედგარს შეხვდება, არმანი კი კილონ ჯიმისონს.