მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„იმედი მქონდა, რომ მაისში ვიჩხუბებდი“ - დვალიშვილი იანს ელოდება

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელვანის გადაცემაში თავის მომავალზე ისაუბრა.

„პიოტრ იანთან ჩხუბის შემდეგ ჰანთერ კემპბელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ დამესვენა და შემდეგ იანთან ტრილოგიისთვის მოვმზადებულიყავი. იანმა ზურგზე მცირე ოპერაცია გაიკეთა და ამის გამო ბევრი რამ შეიცვალა.

იმედი მქონდა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებამდ, მაისში ვიჩხუბებდი. ახლა კი, როგორც ჩანს, აგვისტოში ჩაგვინიშნავენ ბრძოლას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ ეს ივლისში უნდა მოხდეს, აქამდე ოფიციალურად გამოაცხადებდნენ, ან ჩვენ დაგვიკავშირდებოდნენ.

მე ჩემპიონი არ ვარ და არ შემიძლია, UFC-ის დავუკავშირდე და ბრძოლა მოვითხოვო. ეს იანის არჩევანია. როცა მე ვიყავი ჩემპიონი, მე ყოველთვის ვეუბნებოდი UFC-ის, რომ რაც შეიძლება მალე ჩაენიშნათ ჩემი ჩხუბები. მაგალითად, ასე იყო სენდჰეგენთან ჩხუბის შემდეგაც: UFC-ის ჩემთან არც დაურეკავს. ისინი ესაუბრნენ პიოტრ იანს და პირდაპირ ბრძოლა გამოაცხადეს“.

შეგახსენებთ, დვალიშვილისა და იანის მეორე ბრძოლა გასული წლის დეკებმერში გაიმართა - რუსმა მებრძოლმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და სუპერმსუბუქი წონის ქამარი დაიბრუნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სტრიკლენდის ადგილი ცირკშია“ - ჩიმაევმა შონს უპასუხა
„სტრიკლენდის ადგილი ცირკშია“ - ჩიმაევმა შონს უპასუხა