გიორგი არაბიძე, სპაერი, გორის დილა, ქუთაისის ტორპედო, ალეკო ბასილაძე, რუსთავი
Aa
Aa

რუსთავმა დილას მოუგო და გალიდერდა - სპაერი და ტორპედო ფრეს დასჯერდნენ

Crystalbet ეროვნულ ლიგაში მე-10 ტური „სპაერისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩით გაიხსნა.

მე-6 წუთზე ანგარიში „სპაერმა“ გახსნა - თამაზ ცეცხლაძის პასის შემდეგ ლაშა კოხრეიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და კუთხეში ზუსტად დაარტყა. შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, 75-ე წუთზე კი ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს: გიორგი არაბიძე რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და დასარტყმელ პოზიციაზე ალეკო ბასილაძე გაიყვანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

სათამაშო დღის მეორე მატჩში „რუსთავმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავით ირაკლი იაკობიძემ გაიტანა. 

„რუსთავის“ წაუგებელი სერია უკვე 6 მატჩს შეადგენს - გია ცეცაძის გუნდი 18 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა 17 ქულით მეორე ადგილზე მყოფი „იბერია 1999“ მე-10 ტურის მატჩს ხვალ, სტუმრად „მეშახტის“ წინააღმდეგ გამართავს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

ხვალ Crystalbet ეროვნულ ლიგაში კიდევ 2 მატჩი გაიმართება. „სამგურალი“ „გაგრას“ უმასპინძლებს, ბათუმში კი „დინამოების“ დაპირისპირება გველოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონი რუსთავთან დამარცხდა - დილამ ბრძოლაში მოიგო
ჩემპიონი რუსთავთან დამარცხდა - დილამ ბრძოლაში მოიგო