ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი არაბიძე, ცოტნე ფაცაცია, დიეგო დეისაძე
Aa
Aa

ტორპედოს 11 გოლი ბოლო სამ მატჩში - ბათუმელები ოთხი ტურია ვერ იგებენ

ჯერჯერობით დასკვნების გაკეთება ალბათ მაინც ნაადრევია, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ტორპედომ“ კრიზისი უკან მოიტოვა და შესანიშნავ ფორმაში შევიდა. დირკ შუსტერის მომზადებულმა ქუთაისელებმა უკანასკნელ სამ ტურში მეტოქეთა კარში 11 ბურთი გაიტანეს, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ გახლავთ. წინა ტურში „სამგურალის“ (6:1) განადგურების შემდეგ, ამჯერად „ტორპედომ“ სტუმრად ბათუმის „დინამოს“ 3:0 მოუგო. სტუმართა რიგებში გამოსარჩევია დიეგო დეისაძის ულამაზესი გოლი, გიორგი არაბიძის ორი საგოლე პასი და ვლადიმერ მამუჩაშვილის მიერ ყოფილი კლუბის კარში გატანილი ბურთი, რომელიც ამ უკანასკნელმა ადგილობრივი პუბლიკის პატივისცემის ნიშნად არ აღნიშნა.

დღეს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგის მეცხრე ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და „გაგრა“ - „მეშახტე“ ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე ბურთი პირველი ტაიმის 18-წუთიან მონაკვეთში გავიდა. სტუმართა მხრიდან ცოტნე ფაცაციას გოლს, მასპინძლების შემადგენლობაში უკრაინელმა ლეგიონერმა ილია სკრიპნიკმა უპასუხა.

 

შეგახსენებთ, რომ ამ ტურით Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრე დასრულდა და სატურნირო ცხრილს 17 ქულით „იბერია“ ლიდერობს, ხოლო „ტორპედო“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება,

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას წარმატებული დებიუტი | დინამომ ვაწაძის გოლებით მოიგო
ქეცბაიას წარმატებული დებიუტი | დინამომ ვაწაძის გოლებით მოიგო