სტრიკლენდი: ჩიმაევი სუსტი ადამიანია
შონ სტრიკლენდი ხამზატ ჩიმაევთან მომავალი ბრძოლის მიმართ ინტერესის გაღვივებას აგრძელებს და მორიგ ჯერზე ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ მეტოქის საბრძოლო დონეს, არამედ მის პიროვნულ თვისებებს ოქტაგონს მიღმა.
„გულწრფელად მჯერა, რომ მასზე უკეთესი ვარ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ამაში დარწმუნებული ვარ. გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც მასზე ვიცი, მასთან ჩემი მთელი გამოცდილებიდან - როგორც გალიაში, ისე მის მიღმა - ვთვლი, რომ ის სუსტი ადამიანია და მე მასზე უკეთესი ვარ. ის კოსტამაც კი შეაშინა, ამ სიმპათიურმა ბრაზილიელმა: „ყველამ დამიჭირეთ, დამიჭირეთ!” - რა სირცხვილია. ჩემთვის ასეთი საქციელი სისუსტისა და სიმხდალის მაჩვენებელია“,
- განუცხადა ამერიკელმა ჟურნალისტებს ღია ვარჯიშის შემდეგ.
მანამდე ხამზატ ჩიმაევმა განაცხადა, რომ სერიოზულად არ აღიქვამს მეტოქის თავდასხმებს და მისი საქციელი ცირკში კლოუნის მუშაობას შეადარა.
საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა, რომელშიც „ბორზი“ თავის საჩემპიონო ქამარს დაიცავს, 9 მაისს, ნიუარკში, UFC 328-ის ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.