ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„სტრიკლენდის ადგილი ცირკშია“ - ჩიმაევმა შონს უპასუხა

UFC 328-ის მთავარ ბრძოლაზე არანაკლებ შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს ამ მთავარი ბრძოლის მონაწილეების, ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის მზერათა დუელი და პრესკონფერენცია აინტერესებთ. მიზეზი მარტივია - ჩეჩენ და ბრიტანელ სპორტსმენებს ერთმანეთი სძულთ, რაც დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს. სტრიკლენდს ჩიმაევისთვის საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიუყენებია, ამჯერად კი ამის გაკეთება ხამზატმა გადაწყვიტა და შონს ჯამბაზი უწოდა.

ხამზატ ჩიმაევი

სტრიკლენდის ადგილი ცირკშია, რადგან ჯამბაზები სწორედ იქ მოღვაწეობენ. რა რეაქცია უნდა მქონდეს მის განცხადებებზე? ჩემი მეგობრები მასთან მივიდნენ და როდესაც ნათქვამ სიტყვებზე პასუხი მოსთხოვეს, იცით რა უთხრა, რომ არაფერი პირადული არ ამოძრავებდა და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან ჩხუბის ჩასანიშნად აკეთებდა. არასოდეს მიყვარდა და არც ახლა მიყვარს ყალბი ადამიანები.

შეგახსენებთ, რომ UFC 328-ის მთავარი ორთაბრძოლა სწორედ ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის შედგება და წარმატების შემთხვევაში დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლი საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება“ - კოსტა ჩიმაევს ელოდება
„მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება“ - კოსტა ჩიმაევს ელოდება