ილია თოფურია, შონ ომალი
Aa
Aa

„გეიჯიმ ადგილი მიუჩინა“ - ომალის ორაზროვანი შეფასება ილიაზე

UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიას გარდა, შონ ომალიც იბრძოდა, რომელმაც ნოკაუტით გაიმარჯვა და საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, გულშემატკივრებს ისევ შთამბეჭდავი ბრძოლა აჩვენა. ბუნებრივია, „შუგა“ ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „ელ მატადორის“ პირველ კარიერულ მარცხს ადგილიდან უყურა და შესაბამისად, მისი შეფასებების მოსმენა ნამდვილად საინტერესო უნდა იყოს.

შონ ომალი

დარწმუნებული ვარ ეს მარცხი ილიას თავმდაბალ ადამიანად აქცევს და იმაზე კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე აქამდე იყო. თოფურია ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც სულ ახლახანს პირადი პრობლემები ჰქონდა, რისი გადალახვაც შეძლო, მაგრამ ამის კვალი ბრძოლის დროსაც იგრძნობოდა. ილია დაბრუნდება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჯასტინმა მას ადგილი მიუჩინა.

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ღონისძიების დასრულების შემდეგ შონ ომალიმ ღიად გამოთქვა უკმაყოფილება ალექსანდრე თოფურიას საქციელის გამო, რომელიც როგორც „შუგა“ აცხადებს, ილიას გუნდის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მას არცკი მიესალმა. აქვე გეტყვით, რომ შონი და ალექსანდრე ერთ დივიზიონში არიან და შესაძლოა ქომაგებმა სულ მალე მათი ორთაბრძოლა იხილონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანი მერაბთან ტრილოგიას გაურბის და ომალისთან ჩხუბი სურს
იანი მერაბთან ტრილოგიას გაურბის და ომალისთან ჩხუბი სურს