„გეიჯი ცარუკიანს არ ეჩხუბება“ - პიმბლეტმა ილიაც ახსენა
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ, ახლა ყველას აინტერესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ჩემპიონი კარიერის დასრულებას გადაწყვეტდა, მაშინ ყველასთვის ყველაფერი ნათელი იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს „ჰაილაითი“ ჯერჯერობით წასვლას არ აპირებს და სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პედი პიმბლეტმა, რომელსაც არსებული ვითარების შეფასება სთხოვეს.
პედი პიმბლეტი
ვფიქრობ, რომ არმან ცარუკიანი ამ წონაში ნომერ პირველ პრეტედენტად რჩება, თუმცა ჯასტინ გეიჯიმ უკვე თქვა, რომ ჩარლზ ოლივეირასთან სურს ბრძოლა და მასთან პირველ შეხვედრაში განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება, რის გამოც არა მგონია ჯერჯერობით არმანს დაუპირისპირდეს. გამოდის, რომ ახლა იდეალური მომენტია თოფურია-ცარუკიანის ჩხუბის ჩასანიშნად. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მსუბუქ წონაში გარდამავალი პერიოდი დგას. მეც მსურს გეიჯისთან რემატჩი, თუმცა კარგად ვხვდები, რომ მხოლოდ ბენუა სენ-დენის დამარცხებით ამას ვერ მივიღებ.
შეგახსენებთ, რომ იანვარში დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯისთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ახლა კი ლივერპულელი მებრძოლი ბენუა სენ-დენისთან საჩხუბრად ემზადება.