„სპარინგ-პარტნიორებს მისი ეშინიათ და ამიტომ წააგო“ - ჰოკიტმა თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯოშ ჰოკიტმა ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან მარცხზე ისაუბრა.
რას ამბობს ჰოკიტი:
„ჩემი აზრით, თოფურია საუკეთესო მებრძოლი იყო UFC-ში, მაგრამ მესმოდა, რომ თუ გეიჯი პირველ შტორმს გაუძლებდა... ჯასტინმა ბევრი მოულოდნელი გადაწყვეტილება გამოიყენა. თუნდაც მისი აფერქათები. აქ ძალიან გამოცდილი მებრძოლია საჭირო. ვფიქრობ, თოფურიამაც დაუშვა შეცდომები. ის სპარინგ-პარტნიორებს ძალიან სასტიკად სცემს და მათ მისი ეშინიათ. შესაბამისად, სპარინგ-პარტნიორებისგან ვერ იღებს იმას, რაც უნდა მიიღოს. სწორედ ასეთი მომენტებიდან წარმოიშვა ილიას მარცხი.სპარი
„შენ გჭირდება არა უბრალოდ სპარინგები, არამედ კარგად დაბალანსებული სპარინგები. გჭირდება არა ისეთი სპარინგ-პარტნიორები, რომლებსაც შენი დარტყმის ეშინიათ, არამედ ისინი, ვისაც მუდმივად სურთ შენი გამოცდა. სპარინგ-პარტნიორები, რომლებთანაც დაცვითი მოქმედებების დამუშავებას შეძლებ. სწორედ ამიტომ გეიჯისთან ბრძოლაში ჩვენ ვერ დავინახეთ თოფურიასგან ვერც მისი დისტანციის შეგრძნება და ვერც მისი ტაიმინგი“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.