FIFA მიმდინარე მუნდიალზე პენალტების სერიის წესების შეცვლას გეგმავს
Aa
Aa

FIFA მიმდინარე მუნდიალზე პენალტების სერიის წესების შეცვლას გეგმავს

ფიფას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პენალტების სერიის წესების შეცვლა სურს.

ფიფას წარმომადგენლებმა გამართეს მოლაპარაკებები ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოსთან (IFAB) - ორგანოსთან, რომელიც ფეხბურთის წესებს ადგენს - მიმდინარე ტურნირის წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი უკვე მიმდინარეობს.

დღემდე პენალტების სერიის წინ ორ მონეტას აგდებენ: ერთი განსაზღვრავს, ვინ დაარტყამს პირველი, მეორე კი - ვინ აირჩევს კარს.

ფიფას სურს წესები ისე შეცვალოს, რომ მხოლოდ ერთი წილისყრა ჩატარდეს. გამარჯვებულს პირველი არჩევანის უფლება ექნება (პირველი დარტყმა ან კარი), დამარცხებულს კი - მეორის (პირველი არჩევანის შემდეგ დარჩენილი ვარიანტი).

ფიფაში მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება პენალტების სერიას უფრო სამართლიანს გახდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები