ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, რაფაელ ფიზიევი
Aa
Aa

„რაც ჯასტინმა გააკეთა, საოცრება იყო“ - ფიზიევი გეიჯი-თოფურიას ბრძოლაზე

UFC-ის აზერბაიჯანელმა მებრძოლმა, რაფაელ ფიზიევმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა და ამერიკელი მებრძოლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა. ფიზიევმა განაცხადა, რომ გეიჯის პერფორმანსი მისთვის შთამაგონებელი გახდა.

რას ამბობს ფიზიევი:

„ძალიან მიხარია ჯასტინის გამო, ამ ბრძოლამ წარმოუდგენელი მოტივაცია მომცა. გულწრფელად რომ ვთქვა, მგონია, რომ ის ერთხელ მაინც რომ აღმოჩენილიყო ჩემს ადგილას და ეგრძნო ის, რასაც მე ვგრძნობ მისი გამარჯვების შემდეგ, ჩამეხუტებოდა და მეტყოდა: „ძმაო, მადლობა“. იმიტომ, რომ ნამდვილად ძალიან მიხარია მისი გამარჯვება. ამ გამარჯვებამ ძალიან შთამაგონა. და ის, თუ როგორ დაასრულა მან ეს ბრძოლა... დიახ, ეს საოცარი იყო“.

ფიზიევის თქმით, გეიჯის ტრიუმფმა მას საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო გაუძლიერა:

„ეს მეხმარება, კიდევ უფრო მეტად ვირწმუნო ჩემი უნარების. მაიძულებს, კიდევ უფრო მეტად მჯეროდეს ჩემი ძალის. როგორც უკვე ვთქვი, მან ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. მე არ მჯეროდა მისი გამარჯვების. გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ არ მინდოდა ეს ბრძოლა შემდგარიყო, რადგან ვფიქრობდი, რომ თოფურია მას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ის შესანიშნავი მოკრივეა მძიმე დარტყმით. ვფიქრობდი: რისი დაპირისპირება შეეძლო ჯასტინს მისთვის? მაგრამ როდესაც ბრძოლა დაიწყო, გავიდა პირველი რაუნდი, მეორე რაუნდი და დავინახე, თუ როგორ ვითარდებოდა ყველაფერი... ეს წარმოუდგენელი იყო“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე რომ გაეკეთებინა, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“ - ომალის მწვრთნელის ანალიზი
„ასე რომ გაეკეთებინა, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებდა“ - ომალის მწვრთნელის ანალიზი