გიორგი ჯგერენაია
Aa
Aa

„მხოლოდ ხელფასები, სხვა მხრივ ვერაფერში გვჯობნიან“ - ინტერვიუ გიორგი ჯგერენაიასთან

საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგიდან ბოლო პერიოდში ქართველი მოთამაშეების არასაფეხბურთო ქვეყნებში წასვლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ასეთი არჩევანის გამო ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალგაზრდა ადამიანები, რომელთათვისაც შემოსავლის მთავარ წყაროს ფეხბურთი წარმოადგენს, მოცემულ მომენტში აკეთებენ ისეთ არჩევანს, რომელიც მათი ოჯახებისთვის უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნება.

სწორედ ასეთი არჩევანის წინაშე იდგა გიორგი ჯგერენაია, როდესაც გასულ ზაფხულს საქართველოს ჩემპიონიდან „იბერია 1999“-დან უზბეკეთში, კერძოდ კი ნამაგანის „ნავბაჰორში“ გადავიდა. სათანადო ფინანსების ჩადების შემთხვევაში, რომ Crystalbet ეროვნული ლიგა დონით ბევრ პირველობას გაუთანაბრდება, ამაზე ჯგერენაიას პასუხებიც მეტყველებს, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

გიორგი ჯგერენაია

უზბეკეთის ჩემპიონატში საქართველოს პირველობასთან შედარებით მაღალი ტემპია და ბურთის კონტროლზე აქცენტი საერთოდ არ კეთდება. რაში გვჯობნიან? მხოლოდ ხელფასებში, სხვა ყველაფერში ჩემი აზრით ქართველი ფეხბურთელები უზბეკებზე წინ არიან.

ჩემი აზრით, Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დონე იკლებს, რადგან ნიჭიერი ფეხბურთელები როგორცკი კარგ შეთავაზებას მიიღებენ, საქართველოს ტოვებენ. დავბრუნდები თუ არა სამშობლოში თუ კარგი წინადადება მექნება? რა თქმა უნდა, რადგან ოჯახთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია. სამწუხაროდ, ახლა ნორმალური ანაზღაურება მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოშია“ და ალბათ სულ მალე „დინამო ბათუმშიც“ იქნება.

წლევანდელ ევროტურნირებზე პირველი ეტაპი წესით საქართველოს ყველა კლუბმა უნდა გადალახოს. რაც შეეხება ჩემს ყოფილ გუნდს, სამწვრთნელო ცვლილება ბუნებრივია მოულოდნელი იყო, რადგან ანდრეი დემჩენკოს ასეთ მოკლე დროში საკუთარი ტაქტიკური იდეების ინტეგრირება გაუჭირდება.

შარშან ზაფხულში „ლევადიასთან“ განცდილი მარცხი ისეთია, რომელიც მთელი კარიერა არ დაგავიწყდება. არადა, ესტონეთში იმდენი მომენტი გვქონდა, ნახევარი მაინც რომ გაგვეტანა, გამარჯვებულის ბედს იქვე გადავწყვეტდით. ითხოვდა თუ არა მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე მაშინ წასვლას? არ ვიცი მას პრეზიდენტთან რა საუბარი ჰქონდა, ფეხბურთელები საქმის კურსში არ ვყოფილვართ, ისე კი პროცესები ნორმალურად მიდიოდა“.

ცნობისათვის, საქართველოში ასპარეზობის პერიოდში გიორგი ჯგერენაია Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მცველად ითვლებოდა და 2025 წელს ჩემპიონატის საუკეთესო უკანა ხაზელადაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხეჩიკაშვილი: „იბერიას თამაში არ მაძლევდა იმის იმედს რომ არ შევრცხვებოდით“
ხეჩიკაშვილი: „იბერიას თამაში არ მაძლევდა იმის იმედს რომ არ შევრცხვებოდით“