მანუელ ნოიერი
Aa
Aa

ნოიერს ბაიერნში დარჩენა სურს | რა გეგმაზე მუშაობენ მხარეები

40 წლის მანუელ ნოიერს „ბაიერნში“ დარჩენა სურს და მზადაა, კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD ავრცელებს და იმ გეგმაზეც წერს, რომელზეც მხარეები მუშაობენ.

BILD-ის მიხედვით, რამდენიმე საათის წინ ნოიერის აგენტი კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა და მიუნხენელთა ხელმძღვანელებს შეხვდა. მათ შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ ფინანსურ დეტალებსა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს.

ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი. ნოიერი „ბაიერნის“ ნომერ პირველი მეკარე იქნება, თუმცა იონას ურბიგს უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. ამასთან, მანუელი მენტორის როლის შეთავსებას გააგრძელებს და საკუთარ მემკვიდრეს დაეხმარება. BILD-ის ცნობით, ამ პერსპექტივით ორივე მეკარე კმაყოფილია და ისინი თანახმა არიან.

ცნობისთვის, ნოიერმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ეგიდით 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 10 მატჩი ჩაატარა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია
Goal-მა ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა | კვარაცხელია უკვე ტოპ 10-შია