ხამზატ ჩიმაევი, პაულო კოსტა
Aa
Aa

„მისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდება“ - კოსტა ჩიმაევს ელოდება

საშუალო წონითი დივიზიონიდან ქვემძიმეში გადასვლის შემდეგ პაულო კოსტა UFC-ში სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა - 35 წლის ბრაზილიელმა მებრძოლმა რამდენიმე კვირის წინ ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა და მესამე რაუნდში აზამატ მურზაყანოვი, რომელიც მასთან ჩხუბამდე დაუმარცხებელი იყო, ნოკაუტში გაგზავნა. როგორც ასეთი გამარჯვებების შემდეგ ხშირად ხდება, სხვა სპორტსმენების მსგავსად, კოსტასაც ამბიციები გაეზარდა და საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი გამოიწვია.

პაულო კოსტა

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩიმაევი საშუალოდან ქვემძიმე წონაში გადმოვა - მე მას ხელგაშლილი დაველოდები. მერწმუნეთ, ამ დივიზიონში ნამდვილი მონსტრი ვარ, რადგან წონის კლება და კუნთოვანი მასის შემცირება ნაკლებად მიწევს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ თუ ხამზატი მართლაც გადმოვა ჩემს წონაში და ბრძოლას ჩაგვინიშნავენ, მისთვის ყველაფერი კოშმარულად დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევს ჯერჯერობით ქვემძიმე წონასა და პაულო კოსტაზე სალაპარაკოდ არ სცალია, რადგან რამდენიმე კვირაში საშუალო დივიზიონში ქამარს პირველად დაიცავს და მისი მოწინააღმდეგე შონ სტრიკლენდი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრინცესას ისევ ველოდებით“ - გარიმ მახაჩევს მიმართა
„პრინცესას ისევ ველოდებით“ - გარიმ მახაჩევს მიმართა