ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, დეკლან რაისი
Aa
Aa

ჰარი კეინის გარეშე | კვარაცხელია უეფას კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები დასრულდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო „ატლეტიკოსა“ და „არსენალის“ შეხვედრაში ფრე ვიხილეთ — 1:1.

ნახევარფინალური თამაშების შემდეგ უეფამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. მის გარდა, „პარი სენ-ჟერმენიდან“ ჟოაუ ნევეში, ვიტინია და უსმან დემბელე გამოარჩიეს.

ტოპ 11-ში ვერ მოხვდა ჰარი კეინი, რომელმაც პსჟ-ის წინააღმდე გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ასევე, საუკეთესოთა შორის არაა დეკლან რაისი, რამაც სოციალურ ქსელში ბევრი გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია.

უეფას სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: დავიდ რაია, გაბრიელ მაგალაესი, მარკ პუბილი, დაიო უპამეკანო, ჟოაუ ნევეში, ვიტინია, მაიკლ ოლისე, ხვიჩა კვარაცხელია, ანტუან გრიზმანი, ლუის დიასი, უსმან დემბელე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია
„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია