„ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც პსჟ-ში მყოლია“ | ლუის ენრიკემ ბაიერნზე ისაუბრა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელ სპეციალისტს „ბაიერნთან“ მატჩზე ჰკითხეს, რომელიც მისმა გუნდმა 5:4 მოიგო.
„ბაიერნმა თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, საკუთარი ძლიერი მხარეები გამოიყენა. ბაიერნი ყველაზე რთული მეტოქეა, რომელსაც პარი სენ-ჟერმენში მუშაობისას შევხვედრილვარ.
ბაიერნთან გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა უსამართლობა არ იქნებოდა, რომ წავეგო. ფეხბურთში, ასეთ დონეზე, ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტს. ეს უნიკალური საფეხბურთო მატჩი იყო. თუ ზოგადად თამაშის გადასახედად სამი საათი მჭირდება, ბაიერნთან შეხვედრის სანახავად ხუთი საათი დამჭირდა. მათ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, დაუჯერებელი თამაში აჩვენეს.
დაცვაში ყველამ ბოლომდე იმუშავა. შეხედეთ, როგორ თამაშობდნენ დაცვაში ჰარი კეინი და უსმან დემბელე — ეს დაუჯერებელია. ორივე გუნდს უნდა მივულოცოთ, რომ ასეთი თამაში ჩაატარეს და ამ შეხვედრით სიამოვნება მივიღოთ.“
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო შეხვედრა მიუნხენში გაიმართება. მატჩი 6 მაისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.