ჟოზე ბენფიკაში რჩება? - „რეალიდან არავისთან მისაუბრია“
ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალში“ პოტენციურ დაბრუნებაზე ისაუბრა. „განსაკუთრებულის“ თქმით, „სამეფო კლუბიდან“ მას არავინ დაკავშირებია.
„რეალიდან“ ჩემთან არავის უსაუბრია, ეს 100%-იანი სიმართლეა. ფეხბურთი ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული, ისევე როგორც თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტიკაში, ამიტომ ასეთ რაღაცებს ყველანი მიჩვეულები ვართ, თუმცა „რეალთან“ დაკავშირებით მართლა არაფერი ხდება.
დავრჩები თუ არა „ბენფიკაში“? „რეალთან“ დაკავშირებით უკვე გიპასუხეთ, ახლა კი განვმეორდები: „ბენფიკასთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით ვარ დაკავშირებული“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მადრიდის „რეალსა“ და ჟოზე მოურინიოზე გამოცემა The Athletic-ი წერდა. მისი ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის „ბერნაბეუზე“ დაბრუნება ფლორენტინო პერესს აქვს გადაწყვეტილი და მოურინიო სხვა კანდიდატებს შორის ფავორიტად ითვლება.
რაც შეეხება „ბენფიკას“, ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე „არწივები“ პირველადგილოსან „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოურინიოს გუნდის ჩემპიონობის შანსი ძალიან მცირეა.