„ტრავმა მიიღე და ილიასთან მე მაჩხუბე“ | ცარუკიანის რჩევა გეიჯის
არმან ცარუკიანმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც „თეთრი სახლის“ ტურნირზე გაიმართება. ცარუკიანს ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა გეიჯის და არმანმა ჯასტინს ურჩია, ტრავმა მიიღოს.
„რას ვურჩევდი გეიჯის? ვურჩევდი, რომ მოსამზადებელი კემპისას ტრავმა მიიღოს და ილიასთან ბრძოლისა და საჩემპიონო ქამრის მოპოვების საშუალება მომცეს, შემდეგ კი შეუძლია ჩემთან იჩხუბოს.
თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლას მოუთმენლად ველოდები, შემდეგ კი გამარჯვებულს შევხვდები. არის თუ არა ეს ოფიციალური? ოფიციალური არ არის, მაგრამ UFC-მა მითხრა, რომ ასე მოხდება. შემიძლია, ოლივეირასაც ვეჩხუბო, რადგან არ მინდა, დიდი პაუზა ავიღო. ჯერ ახალგაზრდა ვარ და მინდა, მაქსიმალურად აქტიური ვიყო.“
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის დაპირისპირებას 14 ივნისს ვიხილავთ და ეს ორთაბრძოლა „თეთრი სახლის“ ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე ალექს პერეირასა და სირილ განის დაპირისპირებაც გველოდება.