სესკ ფაბრეგასი
Aa
Aa

„ცხოვრებაში საუკეთესო მატჩს ვუყურე, ბევრი ვისწავლე“ - ფაბრეგასი პსჟ ბაიერნზე

„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრანსესკ ფაბრეგასმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პსჟ-სა და „ბაიერნს“ (5:4) შორის გამართული მატჩის შთაბეჭდილებები გააზიარა.

სესკი ნანახით აღტაცებულია და ამბობს, რომ ამ მატჩიდან ბევრი რამ ისწავლა.

„თუ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთს წვრთნი, შეიძლება ცოტა უსიამოვნო იყოს, მაგრამ თუ მაყურებლის ამპლუაში მოდიხარ და შესანიშნავ მატჩს უყურებ... ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ თამაშს ვნახავდი. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მატჩს ვუყურე. როგორც ფეხბურთის გულშემატკივარმა.

მე მომეწონა, ამან აჩვენა, თუ სად მიდის თანამედროვე ფეხბურთი. საბოლოო ჯამში, დავინახე არა იმდენად კოლექტიური ტაქტიკა, რამდენადაც ინდივიდუალური თამაში. პრესინგი, თამაში ერთ-ერთზე... ამ მატჩის წყალობით ბევრი რამ ვისწავლე. ეს ყველასთვის დიდი სიამოვნება იყო“,

– განაცხადა ფაბრეგასმა.

განმეორებითი მატჩი „ბაიერნსა” და პსჟ-ს შორის 6 მაისს, მიუნხენში „ალიანს არენაზე” (23:00) გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები