აზაროვს არ უთამაშია | შახტარი კრისტალ პალასთან დამარცხდა
უეფას კონფერენს ლიგის ნახევარფინალში ირაკლი აზაროვის „შახტარის“ მეტოქე „კრისტალ პალასია“. უკრაინელებმა პირველი შეხვედრა მასპინძლის სტატუსით, კრაკოვში გამართეს და „არწივებთან“ 1:3 დამარცხდნენ.
აზაროვს სათამაშო დრო არ მიუღია, შეხვედრაში კი ანგარიში „კრისტალ პალასმა“ გახსნა, რომელიც ისმაილა სარის გოლით დაწინაურდა. „შახტარმა“ 47-ე წუთზე გაათანაბრა — „არწივების“ კარი ოლეგ ოჩერეტკომ აიღო.
58-ე წუთზე ინგლისელები დაიჩი კამადამ გაიყვანა წინ, ხოლო 84-ე წუთზე საბოლოო ანგარიში იორგენ შტრანდ ლარსენმა დააფიქსირა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს „რაიო ვალეკანო“ და „სტრასბურგი“ ხვდებიან და ესპანელებმა საკუთარ კედლებში 1:0 მოიგეს.
ევროპა ლიგის ნახევარფინალებს რაც შეეხება, „ნოტინგემ ფორესტმა“ „სითი გრაუნდზე“ „ასტონ ვილა“ 1:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში „ბრაგამ“ „ფრაიბურგს“ 2:1 მოუგო.